ახალქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე უკვე რამდენიმე წელია საერთო მეთვალყურეობის კამერებია დამონტაჟებული. ჩვენ ვიდეომეთვალყურეობის შესახებ მოქალაქეების აზრის გარკვევა შევეცადეთ.

კამერების არსებობას მოსახლეობა ძირითადად დადებითად აფასებს, აღნიშნავს, რომ კამერების დახმარებით ქალაქში ქურდობა შემცირდა.

ამასთანავე ქალაქის მოსახლეობა ამბობს:

  • «თუკი კამერები ზოგადად ქუჩებს მეთვალყურეობს, რაც არავის უშლის ხელს, თუკი სხვა ადამიანების პირად ცხოვრებას არ ეხება, ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ნეგატიური, ხოლო საერთო ჯამში ეს ძალიან კარგია».
  • «ძალიან კარგია, ქურდობა შემცირდა».
  • «ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ, პოლიციელი არ მუშაობს, მაგრამ იღებს ხელფასს, არ დადის ქუჩაში, მაგრამ ზის და აკვირდება. იქნებ ვინმე ნაცნობთან ცოტათი შევიკამათოთ, მოვლენ და დაგვადგებიან“.
  • «ძალიან კარგი, ყველა ევროპულ ქვეყანაში ასეა, ჩვენც ვვითარდებით. მაგრამ არის ერთი რამ, მაგალითად: ჩემს მეგობრის სახლის კედელზე დაამონტაჟეს კამერა და როცა მეგობარმა შესთავაზა ხელშეკრულების დადება მათთან, კამერა მოხსნეს. მე ვფიქრობ, რომ სახლის მეპატრონესთან აუცილებლად უნდა გააფორმონ სანებართვო ხელშეკრულება».
  • «ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება – მაგალითად, მოსკოვში, ყოველ ორ ნაბიჯზეა დამონტაჟებული, ქურდს რამდენიმე წუთში აკავებენ”.
  • «ეს კარგია იმ კუთხით, რომ ადამიანებს შეუძლიათ მანქანის გაჩერება და წასვლა , ხშირია შემთხვევები, როცა მანქანას ეჯახებიან და გარბიან, ეს კამერები გამოავლენს ვინ არის. რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობრის მანქანა დაარტყა და გაიქცა, ვერ გავიკეთ ვინ იყო.ჩვენი სახლიდან მოიპარეს, არ გამივლინდა, მაგრამ ახლა ეშინიათ ასეთი ქმედებების ჩადენის. მე უფრო დადებითად ვარ განწყობილი, ვიდრე უარყოფითად».
  • «მეც მინდა ჩემს სახლთან დამონტაჟდეს, ჩემთვის ეს უსაფრთხოებაა. კარგს არავინ უჩივის».
  • «ვინ გვისმენს, რომ ჩვენი შეხედულება გამოვთქვათ?».
  • «მე არ მაწუხებს, რაც მეტი, მით უკეთესი».
  • «ქურდობა შეწყდა და მერე დაამონტაჟეს».

 

ახალქალაქის ორ ქუჩაზე, თავისუფლებასა და ნალბანდიანზე, ჩატარებული 30-მდე ადამიანის მონაწილეობით Jnews-ის გამოკითხვიდან ნათელი ხდება, რომ ქალაქის სათვალთვალო კამერებს მოქალაქეები დადებითად აფასებენ.

Jnews-მა ასევე გაარკვია, რომ ზოგიერთ მცხოვრებს კამერებთან წვდომა აქვს, თუ როგორ და რა პირობებში – ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ გვაქვს.

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოსაზრება, რომ დანაშაულთა 75% ახლა სათვალთვალო კამერების საშუალებით იხსნება.

1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მიერ Jnews-ისთვის მოწოდებული 2022 წლის ივნისის მონაცემებით, ახალქალაქში დამონტაჟდა 17 ვიდეოსათვალთვალო კამერა, რომელიც ამოიცნობს ავტომობილის სანომრე ნიშანს – „ჭკვიანი კამერა“, ასევე 21 ზოგადი სამეთვალყურეო კამერა.მაგრამ, თუ რამდენად გაიზარდა კამერების რაოდენობა , ჩვენს მომავალ სტატიებში შეგატყობინებთ.