3 სექტემბერს ახალქალაქში ქალაქის დღეს აღინიშნება. დღესასწაული ბევრ და მრავალფეროვან ღონისძიებას მოიცავს.
ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ცენტრალურ პარკ „ხას ბახჩაში“ გაიმართება:
11:00 საათიდან პარკში მუსიკა დაუკრავს;
12:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა გამოფენის ჩვენება;
13:00 საათზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესასწაულს საზეიმოდ გახსნიან;
13:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება დიდი საკონცერტო პროგრამა, რომლის პირველ ნაწილი ადგილობრივი ანსამბლებს დაეთმობა, ხოლო მეორე – სომხეთიდან მოწვეული ვარსკვლავებს.
18:00-დან 21:00 საათამდე დისკოთეკა მოეწყობა, რომელსაც ფერადი კვამლი მოჰყვება;
21:00 საათზე ფეიერვერკი გაიმართება.
3 სექტემბერს ქალაქის დღესთან დაკავშირებით, გუბერნიის და მეზობელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ახალქალაქს ესტუმრებიან.
მერიის ინფორმაციით, ელექტრონულ კონკურსში გამოცხადებული თანხა ღონისძიების ღირებულების დაახლოებით 20%-ია. ზოგიერთ ხარჯს, რომელიც ტენდერში არ შედის, მერია დაფარავს, მაგალითად, მერიის თანამშრომლების მიერ შეგროვებული თანხით დაფინანსებული მაგიდები მერიის წინ განლაგდება.
ელექტრონული ტენდერი ღონისძიების საკონცერტო ნაწილს მოიცავს. ის ბორჯომელმა ინდმეწარმე ანა ტაბატაძემ მოიგო. ბიუჯეტი 19 170 ლარია.
ღონისძიების ფარგლებში სოფლის თემებს ექნებათ საკუთარი პავილიონები ეროვნული კერძებით.
მაგიდები მაშტოცის ქუჩაზე საკრებულოს შენობის მოპირდაპირე მხარეს განლაგდება, პავილიონები ჩარენცის ქუჩაზე მდებარე ჭადრაკის სკოლის მოპირდაპირედ, თამარ მეფის ქუჩაზე კი მანქანები გამოიფინება.
ღონისძიებისთვის გამოიყენებენ ახალქალაქის სცენას, რომელიც LAG-ის პროგრამის ფარგლებშია შეძენილი.
3 სექტემბრისთვის ქალაქის მორთულობაზე მუშაობა დღეს დაიწყო.