დღეს, 26 თებერვალს, 17:00 საათზე, კოთელია-ტურცხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს “ოპელისა” და “მიცუბიშის” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის, 4 თვის ჩვილი. ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა მონაწილემ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო, ისინი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით მათი მდგომარეობა ნორმალურია.
აღნიშნული ინციდენტი, საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლის თანახმად, “სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევად” კვალიფიცირდება და ითვალისწინებს ჯარიმას, ან 3 წლით თავისუფლების აღკვეთას.