სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გადაადგილება არ იკრძალება, მაგრამ…

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გადაადგილება არ იკრძალება, მაგრამ…

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პასუხები კითხვებზე, რომლებიც ხშირად აწუხებთ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვაზე.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად, დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის, ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.

საგანგებო რეჟიმის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებით სხვა სახის გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ აკრძალვაზე იხილეთ  მასალაში: “რომელი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იზღუდება” 

თეგები: სოფელი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე