ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში აგრარული ბაზრის დაკეტვას არ აპირებს, რადგან ამჟამად ამის აუცილებლობა არ არის.
ახალქალაქში გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის აგრარული ბაზრის დაკეტვას აპირებენ, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის და თუ ჩვენი მოსახლეობა უსაფრთხოების ზომებს გაითვალისწინებს, ამის აუცილებლობა არც კი დადგება.
«კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ დაიცვათ სოციალური დისტანცია, არ შეიკრიბოთ 3 ადამიანზე მეტი, გამოიყენოთ პირბადეები, ხელთათმანები და დაუბანელი და სპირტით დაუმუშავებელი ხელი სახეზე არ მიიკაროთ. თუკი თითოეული ჩვენგანი გაითვალისწინებს უსაფრთხოების მინიმალურ ზომებს, კარანტინის რეჟიმის გამკაცრების აუცილებლობა არ იქნება»,-თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციის გავრცელება, სავაროუდოდ მოხდა იმის გამო რომ, საქონლის ბაზრობა, რომელიც ახალქალაქში ყოველ კვრა დღეს იმართება, ახლა, შექმნილი ვითარების გამო, აღარ გაიმართა. ამას გარდა, შეშფოთების მიზეზი ახალქალაქში შესაძლოა გახდა ის ფაქტიც, რომ დეზინფექციის მიზნით ახალციხის ბაზარი დაიკეტა. ახალციხის ბაზარი დასვენების დღეებში, დროებით, დეზინფექციის მიზნით დაიკეტა. ხვალ ბაზარი მუშაობას ჩვეულებრისამებს განაგრძობს.