ღამე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა იარაღისა და კასეტური ბომბის გამოყენებით სტეფანაკერტის რამდენიმე ცენტრალური და მიმდებარე ქუჩა დაბომბეს, რის შედეგადაც ხალხის საკუთრებას მიაყენეს ზიანი, დაანგრა საცხოვრებელი ბინები. აღნიშნულის შესახებ ყარაბაღის საგანგებო მდგომარეობის სამსახური იტყობინება.
ღამის სარაკეტო სროლების შედეგად სამი მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დარტყმა ასევე, ეკონომიკური დანიშნულები ერთ-ერთ ობიექტზე განხორციელდა.
საერთო ზარალის რაოდენობა დაზუსტების პროცესშია.
აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანი, თავის მხრივ, იტყობინება, რომ ღამით “სომხეთმა ორი სარაკეტო დარტყმა მიაყენა განჯას”, არის მასობრივი ნგრევები, სამოქალაქო მოსახლეობას შორის არანაკლებ 12 დაღუპული და 40 დაჭრილი.
ამასთან დაკავშირებით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მოადგილემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა: “განცხადება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საპასუხოდ: აზერბაიჯანის მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ან სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან როიმე სახის სროლა არ განხორციელებულა”.