11 ოქტომბერს, ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში ლიტურგიის დასრულების შემდეგ მშვიდობის, სომხეთისა და სომხური არმიის მხარდასაჭერად, ერთიან ლოცვას წაიკითხავენ.
ყოველთა სომეხთა ყოვლადწმინდა სულიერი კათოლიკოს პატრიარქის გარეგინ მეორეს ხელძღვანელობით სომხეთში და დიასპორის ყველა ეპარქიის ტაძარსა და მონასტერში ერთიანი საერთო ეროვნული ლოცვა ჩატარდება.
ერთიანი ლოცვები სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარიატის ყველა ტაძარში ჩატარდება.
“ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ტაძარში მღვდელი, ტერ ნარეკ ტიგრანიანი წმინდა ლიტურგიის შემდეგ სამშობლოს, ერისა და სომხური ჯარის სადიდებლად, ერთიან ლოცვას აღავლენს. გავერთიანდეთ ლოცვით სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის!”,- ნათქვამია ჯავახეთის საერთო ვიკარიატის შეტყობინებაში.