15 ოქტომბერს, საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, ჯავახეთს ესტუმრა. ვიზიტის დროს პიტერ ვიბლერი რიგ არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ახალქალაქში, Jnews-ის რედაქციასაც ესტუმრა, სადაც ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობაზე გაესაუბა. კერძოდ, თუ რა მიმართულებებით მუშაობს ორგანიზაცია. განიხილა დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობა და ცვლილებები, რომლებიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საარჩევნო პროცესებში მოხდა.

“სიმართლე გითხრათ, არჩევნები, რომლებიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს ძალიან მნიშვნელოვანია, და როგორც იცით, USAID-ი მონიტორინგი რამდენიმე სუბიექტს უჭერს მხარს – როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ, ქართულ ორგანიზაციებს. ეს სამუშაო კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ თვითონ არჩევნებისთვის, რომელსაც საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციები ადევნებენ თვალყურს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და ყველანაირად გამჭვირვალე. ხელისუფლება და პარლამენტი, რომლებიც ფორმირდება, მომავალში საქართველოს მოსახლეობისათვის უნდა იმუშაონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს აქ მუშაობით, ხვალ კი სხვადასხვა სამონიტორინგო ჯგუფებით, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, არა მხოლოდ ახალქალაქში, არამედ ნინოწმინდაშიც და ახალციხეშიც მოვისმენთ”,- თქვა პიტერ ვიბლერმა საუბარში.

ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ფონდებისა და ორგანიზაციების დახმარებით, რომელთა შორის არის USAID-ი, საქართველოს ეხმარება ფეხზე დადგეს, მყარი ეკონომიკისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება იქონიოს ისევე, როგორც დემოკრატიული ხელისუფლება და დამოუკიდებელი მედია. ის აღნიშნული მიმართულებით მუშაობს.

“აშშ-ს წვლილი საქართველოში,1992 წელს მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ბილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჩემი აზრით, ციფრებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ერთად მიღწეული შედეგები”,- თქვა პიტერ ვიბლერმა.