ჯავახეთში ბუნება სილამაზის პიკს მაის-ივნისში აღწევს. სწორედ წელიწადის ამ დროს შეგიძლიათ შეაგროვოთ აქ სხვადასხვა ფხალეულობა, რომლებიც უნიკალური გემოთი და არომატით გამოირჩევიან. ამჯერად, რუბრიკაში „ჯავახეთის გემო“ JNEWS-ი  მკითხველს შემწვარი დიყის მომზადების მეთოდს გააცნობს, რომელიც სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

დიყი, რომლის შეგროვება შესაძლებელია ნაკადულების ნაპირებთან და  შედარებით ტენიან ადგილებში, ძალიან მდიდარია იოდით. მასში იოდის შემცველობა იმდენად მაღალია, რომ ერთმა წვეთმაც კი შესაძლოა ღრმა დამწვრობა გამოიწვიოს, ნაწიბურმა კი მთელი სიცოცხლე გაძლოს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველა ვერ ბედავს ამ მცენარის შეგროვებას.

333

დიყი შეწვამდე 15-20 წუთის განმავლობაში უნდა მოვხარშოთ, შემდეგ დავჭრათ და ტაფაზე გადავიტანოთ. დავუმატოთ კარაქი და მარილი გემოვნებით, შევწვათ ცეცხლზე 10 წუთით, შემდეგ დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი, დავტოვოთ ცეცხლზე 5 წუთით და ძალიან ჯანსაღი კერძი, უნიკალური არომატით მზად არის.

աաա

აღსანიშნავია, რომ შეწვის გარდა, ჯავახეთში დიყს ამწნილებენ. მისი მწნილიც ძალიან გემრიელია.