ახალქალაქში სიხარულით შეხვდნენ სიახლეს იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა იმ აბონენტების კომუნალური გადასახადების დაფარვა, რომლებიც 200 კუბომეტრამდე ბუნებრივ აირს და 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. მაგრამ ხალხმა გამოითვალა გადასახადები და აღმოჩნდა, რომ არ შედიან იმ კატეგორიაში, რომელიც დახმარებას მიიღებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ გათბობის სეზონია.
ახალქალაქის მოსახლეობა, როგორც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა, პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც კორონავირუსის გაჩენისა და გავრცელების და შემდგომი კარანტინის შედეგად დაიწყო. თუ ახალქალაქის მოსახლეობის დასაქმებულთა ნაწილს, როგორიცაა სახელმწიფო მოხელეები, მასწავლებლები, არასამთავრობო სექტორი და ზოგიერთი სხვა, სახლიდან, სახელმწიფოს ბრძანების თანახმად, დისტანციურად მუშაობა შეუძლია, მეორე ნაწილს, მაგალითად ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ ან ვაჭრობითა და მომსახურებით არის დაკავებული, პრობლემის წინაშე პირისპირ დადგომა მოუწიათ.
«ამჟამად ახალქალაქში ისევ ზამთარია, შესაძლებელია, რომ ჯავახეთის მოსახლეობამ ამ შეღავათებით არ ისარგებლოს»,-თავის ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს ერთ-ერთი მომხმარებელი.
შესაძლოა მოსახლეობის ნაწილმა ელექტროენერგიის შეღავათით ისარგებლოს, თუმცა საერთოდ განსხვავებული სიტუაციაა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით.
«ჩვენ არც შუქის, არც გაზის შეღავათებით ვისარგებლებთ. ვფიქრობ, ახალქალაქში ელექტროენერგიის შეღავათებით ისარგებლებენ ის ოჯახები, რომლებიც 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს ხარჯავენ. ასეთი აბონენტები ძალიან იშვიათია. ჩვენთან ჯერ კიდევ გათბობის სეზონია და ივნისამდე გვიწევს გათბობის ჩართვა. მაგალითად ჩვენ 3- ჯერ მეტის გადახდა გვიწევს, როგორც გაზის ასევე დენის. ამ რთულ დღეებში ეს დახმარება ძალიან კარგი იქნებოდა. ამ თვეში, გაზისა და შუქის ფული ერთად, დაახლოებით 400-450 ლარი უნდა გადავიხადოთ»,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები მარინა.
ისევე, როგორც სხვა დანარჩენს, წელს ახალქალაქელებსაც ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდებათ.
«ჩვენ ოჯახში 4-ნი ვართ. წელს შვილმა ვერ მოასწრო სამუშაოდ წასვლა, თუნდაც რომ მოესწრო, იქაც კარანტინია და სამუშაო არ არის. ყველა სახლში ვზივართ. მე ვმუშაობდი, ვვაჭრობდი, მაგრამ თვითიზოლირების გამო მეც არ დავდივარ სამსახურში. აქამდეც გვიჭირდა და ახლა უარესია. როგორ უნდა გადავიხადო კომუნალური გადასახადები არ ვიცი. გარდა ამისა, საჭმელიც ხომ გვჭირდება. ჩვენ შეღავათებში ცალსახად ვერ მოვხვდებით»,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები, რომელმაც სახელის გასაჯაროება არ მოინდომა.
სხვები გვთაბაზობენ, რომ კომუნალური გადასახადები ნაწილობრივ მაინც დაიფაროს. ადამიანები თვლიან, რომ არასამართლიანია მოსახლეობის ერთ ნაწილს დაეხმარონ და მეორეს არა.
«ძალიან კარგია, რომ სახელმწიფომ ასეთი კარგი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ის, რომ ჩვენ მაღლობში ვართ, აქ ცივა, მიღებულ ნორმაზე მეტს ცხარჯავთ ყველაფერს. ნაწილობრივ მაინც დაფარონ, მთლიანი თანხიდან 200 კილოვატი დენი და 200 კუბომეტრი გაზი გამოქვითონ. დიდი დახმარება იქნებოდა ჩვენთვის»,- ამბობს ახალქალაქის სხვა მცხოვრები.
ჯავახეთში შეღავათებით, სავარაუდოდ, მხოლოდ მრავალსართულიანი შენობების მცხოვრებლები ისარგებლებენ. ამ შემთხვევაშიც კი ისარგებლებეინ მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების მცხოვრებლები, რომლებსაც არ აქვთ ცენტრალური გათბობა და ღუმელით თბებიან, ასეთი ათეული ოჯახია ახალქალაქში. ალბათ ისარგებლებს იმ სოფლების მოსახლეობა, რომელიც გათბობის საშუალებად ბუნებრივ აირს არ იყენებს.
ჩვენ ადგილობრივ მმართველობას მივმართეთ იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ აპირებენ ხელისუფლებას აცნობონ იმის შესახებ, რომ ჯავახეთში, მაღალმთიან პირობებში, იხარჯება ბევრად მეტი გაზი და შუქი, საქართველოს დანარჩენ მხარეებთან შედარებით, რომ 200 კუბამეტრის ბუნებრივი აირი აქ საშუალო კი არა, მინიმალური მაჩვენებელია.
ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი თვლის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და არ შეიცვლება.
«სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეები, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებს დახარჯავს მიიღებენ დახმარებას. იგივე ეხება 200 კუბამეტრი ბუნებრივი აირის დახარჯვას. მე ვიცი, რომ ჩვენთან ზამთრის სეზონი უფრო გრძელია, მაგრამ ეს საერთო ჯამში სასიამოვნო გადაწყვეტილებაა. საკითხი ალბათ უფრო ბუნებრივ აირს ეხება. დაფარავენ სამი თვის გადასახადს: აპრილის, მაისის და ივნისისას. ჩვენ სავარაუდოდ ორი თვისა შეგვეხება, ხოლო ერთი თვე ნაკლებად»,- ამბობს ის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარკრებულოს წარმომადგენელმა ნაირი ირიციანმა, იგივე კითხვაზე პასუხად გვაცნობა, რომ როგორც მმართველი პარტიის «ქართული ოცნების» წევრმა, მისი თქმით, მან ოფიციალური წერილით პარტიას მიმართა, რათა მაღალმთიან რეგიონებში შეღავათების პირობები მათ ახლად განიხილონ.
«სავარაუდოდ ჩვენთან გაჭირვებულებიც კი ვერ ისარგებლებემნ ამ შეღავათით. ეს შეღავათები მე ჩემთვის არ მინდა, მე ეს არ მჭირდება. ეს ხალხისთვის არის საჭირო, ხალხს ძალიან გაუჭირდება. ეს ადგილობრივ კანონს არ ეხება, ამიტომ მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, ამ საკითხით დავუკავშირდები პარტიას»,- ამბობს ნაირი ირიციანი.
ამ დღეებში ჯავახეთში ხალხს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის 200-დან 400 ლარამდე ელექტრონული ქვითრები მოუვიდა. მოსახლეობა ქვითრებზე მოწიწებით ეძებს დახარჯული ბუნებრივი აირის გამოქვითულ რაოდენობას, ასე ადრე არ ხდებოდა…