საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო გზის მრავალსაათიანი გადაკეტვის შემდეგ ჯავახეთში ახალგაზრდებმა გზის გახსნა გადაწყვიტეს. თურქეთის სახელმწიფო ნომრების მქონე სატვირთო მანქანები სოფელ კარწახთან იდგნენ.

JNEWS-ის გამოთვლებით, კარწახში დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა. თავიდანვე მათ გზა გადაკეტეს და თურქულ სატვირთოებს გადაადგილების უფლება არ მისცეს. საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, ამ გზატკეცილით თურქეთი აზერბაიჯანს იარაღს აწვდის.

ამის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველო-სომხეთის საზღვრის გახსნა მოითხოვეს, რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა და ყარაბაღში მოხალისედ წასვლა.

ჯავახეთის მოსახლეობამ საქართველო-თურქეთის საერთაშორისო გზატკეცილი გადაკეტა

00:30 საათის მონაცემებით სოფელ კარწახში სიმშვიდეა. საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი გზა ღიაა. საპროტესტო აქციის მონაწილეები დაიშალნენ.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები სოფელ კარწახში პატრულირებას განაგრძობენ.

karzax1

karzax3

karzax5