არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ:
14:02 საათისთვის – ახალქალაქის 40-ე საოლქო კომისიის N35 საარჩევნო უბანზე კომისიის ორმა წევრმა ხმის მიცემის შემდგომ ბიულეტენს ფოტო გადაუღო.
08:34 – ახალციხის 37-ე საოლქო კომისიის N4 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გამოვიდა კაბინიდან გახსნილი ბიულეტენით, ყუთის ზედამხედველმა ბიულეტენის ჩვენება თხოვა. დავწერეთ საჩივარი.
08:07 – ნინოწმინდის 41-ე საოლქო კომისიის N27 საარჩევნო უბანზე არ უკეთიათ პირბადე, ასევე არ გაუსინჯავთ სიცხე კომისიის წევრებისთვის/კომისიის თავმჯდომარემ არ იცის ქართული. დაიწერა საჩივარი.
07:23 – ახალციხის 21-ე საოლქო კომისიის N14 საარჩევნო უბანზე წილისყრა არ ჩატარებულა.