ზოგიერთ რეგიონში ქალთა როლის შესახებ ტრადიციულმა იდეებმა მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განსაკუთრებით პოლიტიკურ საქმიანობაში შეიძლება შეზღუდოს. ჯავახეთი ასეთი რეგიონია.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კენჭისყრის დღეს ქალების აქტიურობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ჩამოუვარდება. ქალები ნაკლებად არიან ჩართულნი პოლიტიკაში, ნაკლებად აინტერესებთ პოლიტიკა და ქალებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, მათ შორის სახლი, ოჯახი, ხოლო თუ ეს სოფელია, მათ შორის მინდორში და თავლაში მუშაობა.
საქართველოში ქალები მოსახლეობის 52%-ს და ამომრჩეველთა 53%-ს შეადგენენ.
ISFED-ს აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის თქმით, ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად აქტიურები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველი ქალი უფრო მეტია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
„ამომრჩეველთა აქტივობას თუ გადავხედავთ, ქალები უფრო ნაკლებია, ვიდრე კაცები. და აქ შეიძლება სხვადასხვა პრობლემა იყოს. პირველი, ქალები დაკავებული არიან ოჯახით და დრო არ აქვთ, განსაკუთრებით სოფლის დასახლებაში, აქვთ ვალდებულებები. მეორე, შეიძლება იყოს კულტურა და ტრადიციები, როცა კაცები იღებენ გადაწყვეტილებას, ქალები გაუშვან თუ არა, აქ მსმენია ასეთი შემთხვევების შესახებ. და მესამე ის არის, რომ მათ არჩევანი არ აქვთ და არ იციან ვის მისცენ ხმა. ესაც შეიძლება იყოს ქეისი. ძალიან მნიშვნელოვანია ხმის მიცემის ცონდაზე მუშაობა. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი არჩევანი მნიშვნელოვანია”,- ამბობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.