მართველი პარტიის სიებში უკანასკნელ, რამდენიმე არჩევნებზე პირველად არ არის თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენელი, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ სიებში ეროვნებით სომხები არ ჩართო, ზოგიერთმა – დაახლოებით 10, თუმცა სიებში ბევრი მათგანი აღნიშნულია, როგორც უპარტიო.
მმართველმა პარტიამ საკუთარ სიაში ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან სომეხი ეროვნების დეპუტატობის ორი კანდიდატი შეიყვანა, ამჯერად სიაში არ არიან თბილისელი სომხები, როგორც ეს ადრე იყო.
დანარჩენი პარტიებიდან ზოგმა საერთოდ არ ჩართო სომეხი კანდიდატები საკუთარ სიაში, ხოლო სხვებმა ბოლო ნომრები მიანიჭეს. ორმა პარტიამ სომხური გვარის 7-8 ადამიანი ჩართო.
“მრავალეროვნული საქართველო” ზოგადსამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი მიიჩნევს, რომ პარტიებმა თბილისის სომხური საზოგადოებისადმი ინტერესი დაკარგეს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ ჩათვალეს საჭიროდ სიებში თბილისის ყველაზე მსხვილი ეთნიკური საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთოთ. აქ სხვადასხვა დასკვნის გაკეთება შეიძლება. თბილისის სომხური საზოგადოებისადმი პოლიტიკური პარტიების ინტერესი იკარგება. მეტ-ნაკლებად ლოგიკურია ის, რომ საზოგადოება არჩევანს ეთნიკური პრინციპით არ აკეთებს, ძირითადად, ეს უპირველესად სოციალური პრობლემაა, სომხური საზოგადოება ფაქტობრივად ინტეგრირებულია. უფრო მნიშვნელოვნად ითვლება, რომ არჩევანი სოციალური პლატფორმებით უნდა გაკეთდეს და არა ეთნიკური პრინციპით. ეს ტენდენციები ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეიმჩნევა”, – ამბობს არნოლდ სტეფანიანი.
მისივე თქმით, ხალხს კომფორტი ურჩევნია და არა ეთნიკური წარმომავლობის პოლიტიკოსი.
ადრე პარტიები, განსაკუთრებით მართველი პარტიები, საქართველოს პარლამენტში სომხური და აზერბაიჯანული საზოგადოების დეპუტატებს შორის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობდნენ.
არნოლდ სტეფანიანის აზრით, სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში წონასწორობა, მაგალითად, საქართველოს აზერბაიჯანული საზოგადოების შემთხვევაში, რასაც ადრე ადგილი ჰქონდა, უკვე დიდი ხანია დარღვეულია.
“ეს მიდგომა პოლიტიკური პარტიებისთვის არ არის პრიორიტეტული, სიები პრაგმატული მიდგომებიდან ფორმირდება. შეუძლია თუ არა ადამიანს ხმის მოპოვება, ფინანსური მდგომარეობა, პარტიის სტრუქტურის გაძლიერება და სხვა მოსაზრებები. ეს პრაგმატული მიდგომაა და ახლა, ძირითადად ამას უყურებენ. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პრობლემაა, არამედ უმცირესობების პოლიტიკურ, ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის პრობლემა. ფაქტობრივად ისინი პოლიტიკურ ელიტებში ვერ იქნებიან”, – ამბობს არნოლდ სტეფანიანი.
ამავე წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობისათვის საქართველოს ცესკო-ში 66 პარტიაა დარეგისტრირებული, ოფიციალურ გვერდზე https://cesko.ge/ 20 ოქტომბრის მონაცემებით 50 პარტიის სია არის ხელმისაწვდომი.
რომელმა პარტიებმა და ვინ ჩართო სომხები სიებში
«ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო» პარტიამ 150 ადამიანისგან შემდგარ სიაში ჯავახეთიდან მხოლოდ 2 ადამიანი შეიყვანა, ეს არის სამველ მანუკიანი 134-ე ნომრით, რომელიც ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად არის წარდგენილი და სუმბატ კიურეგიანი, სიაში 37-ე ნომერი.
ბლოკმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშია” საკუთარ სიაში შეიყვანა მელიქ რაისიანი 51-ე ნომრით, რომელიც ამ პარტიიდან ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი ოლქის კანდიდატიც არის, ასევე თაქუი ვარტანიანი მე-80 ნომრით. სიაში 177 -ეა.
პარტიამ “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – თავისუფლებისთვის მოძრაობა” სიაში 150 ადამიანიდან 29-ე ნომრად არსენ კარაპეტიანი შეიყვანა, რომელიც ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქის კანდიდატიც არის, ხოლო 71-ე ნომრად- არუთუნ ალექსანიანი.
პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” 132 ადამიანისგან შემდგარ სიაში მე-14 ნომრად სამველ პეტროსიანი ჩართო, 56-ე ნომრად- არტაშეს აკოპიანი.
პარტია “გირჩმა” 129 ადამიანისგან შემდგარი სია წარადგინა, რომელშიც დავიდ ისრაელიანი 84-ე ნომრად არის წარდგენილი.
პარტია “გია ჟორჟოლიანი-სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” 23-ე ნომრად ლანდ ალვარიანი შეიყვანა და 44-ე ნომრად- ნონა ოგანესიანი.
პარტია “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” სიაში 88-ე ნომრად კრისტინა აბრამიანი ჩართო. სიაში 139 სახელია.
«დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნა» პარტიამ სომხური გვარით 8 ადამიანი ჩართო სიაში, მათ შორის თბილისიდან, ჯავახეთიდან, ქვემო-ქართლიდან. ჯავახეთიდან სიაში შევიდა დავიდ რსტაკიანი მე-13 ნომრად, ქვემო ქართლიდან- აშორ მურადიანი 32-ე ნორმით, ხოლო დანარჩენები თბილისიდან. პარტიის სიაში 167 სახელია.
«ბეჟან გუნავა- ქართულმა არჩევნებმა» პარტიის სიაში მე-5 ნომრად გიორგი ზურაბიანი ჩართო, 21- ნატო მამბრიანი, 30- ლილით ბადიშიანი, 47- კახა ზურაბიანი, 60- დიანა არუთუნიანი, 95- ატარ მელიქიანი, 102- გევორგ ბადიშიანი, 108- გრიგოლ ზურაბიანი, 123- ჰოვიკ ბდოიანი. სიაში 129 სახელია.
“ნინო ბურჯანაძე- ერთიანი საქართველო- დემოკრატიულმა მოძრაობამ” 28-ე ნომრად ემა ქოქოსიანი შეიყვანა, მე-40 ნომრად იზაბელა კულიანი, 91-ე ნომრად გარეგინ კაკოსიანი. სიაში სულ 142 სახელია.
პარტიამ “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” 137 ადამიანისგან შემდგარი სია წარადგინა, სადაც 37-ე ნომერი- ნარინე ვარდანიანი, ხოლო 61-ე- ლიანა დავდიანი.
“გაჩეჩილაძე- მწვანეთა პარტიამ” 125 ადამიანისგან შემდგარ სიაში სომხური გვარით სამი კანდიდატი ჩართო: ედუარდ კოჩინიანი- 68 ნომერი, მარიამ მაჩკალიანი- 81 ნომერი, ცისანა ზურაბიანი- 109.
“შალვა ნათელაშვილი- ქართულმა ლეიბორისტულმა პარტიამ” 169 ადამიანისგან შემდგარ სიაში 94-ე ნომრად მეკი კელბაჯიანი, მარინე მერაბიანი შეიყვანა.
“მშრომელთა სოციალისტურმა პარტიამ” სიაში სომხური გვარის 6 ადამიანი შეიყვანა. სიაში 126 ადამიანია. 84- ჯულეტა პაროდიანი, მიხეილ მამიკონიან – 87 ნომერი, ანაიდა ნოკოგოსიანი 105, 106 – ანა პალიანი, 110 – ანჟედა სააკიანი, 120- არაქსი ბაგდასარიანი.
პარტიამ “რეფორმები” ცესკო-ს 124 ადამიანისგან შემდგარი სია წარუდგინა, სადაც მე-13 ნომერი არტურ მარტიროსიანია.
პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” სია 158 ადამიანისგან შედგება. სომხური გვარის ადამიანები- 62 – ინესა პეტროსიან, 153 -ერნესტ ტონიკიან, 157- ილონა პეტროსიან.
პარტია “საქართველო” – 27 აიგუნ აივაზოვა, ვიკტორ კუსიანი – 3, ეკატერინე კუსიანი – 35, 160 სია.
“თავისუფალი საქართველო კახა კუკავა, გიორგი წულაია” – 63 ალბერტ ამირიან, 138- რობერტ ავაჯიანი, 145- სამველ ეგიაზარიან. სიაში 145 ადამიანი.
“ეკა ბესელია სამართლიანობისთვის”, 41- ვალერი ჩახალიანი, 79-აშოტ არუთუნიანი, 124 მიხეილ სიმონიანი, სიაში 125 ადამიანი.
საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე- სტრატეგია აღმაშენებელი” – 25 ბაქრო აივაზიანი, 117- სურიკ ავეტისიანი, 151 ადამიანი.
«შეცვალე საქართველო» – 33 ელზა გრიგორიანი, 97 მარინე ვანიანი, 181 ადამიანი.
«ნაციონალურ-დემოკრატიული მოძრაობა» – 73 სურენ ვარდანიანი, 74 რაზმიკ არუთუნიანი, 75 ემა გასპარიანი, 113- ნანა ჯანგოიანი, 136 ადამიანი სიაში.
«ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური გაერთიანება»», 32 – რაფაელ იგოტიანი, 44- ედუარდ ხუდოიანი, სიაში 163 ადამიანი.
«სერგო ჯავახიძე- ევროატლანტიკური ვექტორი» პარტიამ 37-ე ნომრად მიხეილ ასატრიანი წარადინა, 38 – ანჟელა ასატრიანი, 61 -არმენ გასპარიანი, სია135
პარტია “ანა რეხვიაშვილი- ქრისტიან დემოკრატთა ეროვნული მოძრაობა” 48-ე ნომრად ალბერტ პეტროსიანი ჩართო.
პარტია “ქართული მარში- ეროვნული მოძრაობა” 51-ე ნომრად ერიკ სარინიანი ჩართო, 105- ალექსანდრ ბარსეგიანი, სიაში სულ 136 კანდიდატია.
“საქართველოს განვითარების პარტიამ” 90-ე ნომრად ადელინა მანიკიანი ჩართო, სია 125 ადამიანისგან შედგება.
აღვნიშნავთ, რომ ოპოზიციური პარტიების სიებში ხალხის უმეტესობა აღნიშნულია, როგორც უპარტიო.