ჯავახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, დღეს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებია, როგორ ჩატარდა არჩევნები რეგიონში და რა მოლოდინები აქვთ ჯავახეთში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს. მათი წარმომადგენლები პასუხობენ კითხვებს.
„მართალი გითხრათ, დარღვევები არ არის დაფიქსირებული, მაგრამ ვიცი, რომ სოფლებში იყო „კარუსელები“, ნინოწმინდაზე არ ვიცი, მაგრამ სოფლებში კი, იყო, სადაც ელექტრონულად აძლევდნენ ხმას, ე.ი. ერთი ადამიანი რამდენჯერმე შედიოდა. ორჯერ მაინც ვნახეთ. ამის განსაზღვრა მხოლოდ თანასოფლელებს შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ ვინ არის გარედან. ტანსაცმელს იცვლიან და ისევ მიდიან ხმის მისაცემად. მოსახლეობაზე ზეწოლა დიდია. ხალხი დაშინებულია – ეს ნამდვილად. მაგალითად, გორელოვკაში დავკიდეთ პლაკატები, მაგრამ სოფლის მერის წარმომადგენელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ეს პლაკატები ხვალ არ იქნებაო. მართლაც, ყველაფერი მოხსნეს და გადაყარეს. ამგვარად აშინებენ ბევრს. რაც შეეხება იმას, ხმა მომცეს თუ არა, არ ვიცი, ყველაფერი იმდენად გაუგებარია, რომ პირდაპირ საუბრის ყველას ეშინია. ახალგაზრდები “ოცნებას” არ მისცემენ ხმას. ჩემი აგიტაცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუ არ გინდა შენი ხმები ვინმეს მისცე, უბრალოდ გააფუჭე ბიულეტენი. “ოცნებისა” და “ნაციონალების” გარდა, ვისაც გინდათ, თქვენი ხმა იმას მიეცით. ამ ორი პარტიის გარდა, ვისაც მოხერხებულად და ძლიერად თვლით, იმას მიეცით ხმა”.
„სიმართლე გითხრათ, რაც შეეხება არჩევნებს, ამ დროისთვის ყველაფერი წარმატებულია, სიმშვიდეა, არანაირი დაძაბულობა არ არის, კონფლიქტები არ მინახავს. არავითარი უთანხმოება არ არის, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული. რაც შეეხება დარღვევებს, შეიძლება იყოს ტექნიკური მომენტები, რომელიც ეხებოდა ხმის მიცემის ელექტრონულ მეთოდს, იყო დაბრკოლებები, რადგან მოსახლეობა ამ გზით კენჭისყრას პირველად აკეთებს და ამის გამოცდილება არ არის. ჩვენს რეგიონში ჩვენ 80%-ზე მეტის მიღების მოლოდინი გვაქვს“.
„ჩვენები ჯერჯერობით არ უჩივიან. მე თვითონ ხმა ჩემს სოფელში მივეცი. ჩვენს სოფელში ხელშესახები არაფერი დაფიქსირებულა. არ ვიცი რა გიპასუხოთ. არ მიყვარს ტყუილის თქმა. იმისთვის, რომ გაიმარჯვო, ან თავის გასამართლებლად მოიგონო ტყუილი. მე თვითონ არ შემიმჩნევია და ტელეფონითაც მსგავსი არაფერი უთქვამთ. ვერ გეტყვით რა შედეგები იქნება. მოსახლეობის უმრავლესობა არ შეცვლილა. ეს იგივე ხალხია. 11%, 7%, თითქმის 4% გვქონდა. ახლა კი არ ვიცი, რა შედეგები იქნება”.
„ამ მომენტისთვის ინფორმაცია არ მაქვს. რადგან კანდიდატი ვარ უბნებზე ყოფნის უფლება არ მაქვს. როცა არჩევნები დასრულდება, დამკვირვებლები ამის შესახებ შეგვატყობინებენ. მე არ მაქვს ინფორმაცია, რადგან არანაირი კავშირი არ მაქვს დამკვირვებლებთან და არ ვიცი რა სიტუაციაა. რაც შეეხება მოლოდინებს, ძნელი სათქმელია. ეს არჩევნები თავისებურად ძალიან საინტერესოა. ელექტრონულ არჩევნებთან ბევრი რამ არის დაკავშირებული. უნდა შევხედოთ და შევისწავლოთ რა დარღვევებია“.
„დამკვირვებლები არ გვყავდა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაგვიუქმა. 120 დამკვირვებელი გვყავდა, ამის შესახებ გუშინ, წინასაარჩევნოდ გვაცნობეს. გვითხრეს, რომ გვერდი თითქოს დაზიანდა და თქვენი დამკვირვებლების რეგისტრაცია ვერ მოვახერხეთ. რამდენი ხმის მიღებას შევძლებთ, ვერ ვიტყვი“.
„დარღვევები სტანდარტულია, ისევ და ისევ, უბნებზე შეკრებილი სოფლების აქტიური წარმომადგენლები, მათი აქტიური მასა ტერიტორიასთან. მოსახლეობაზე ზეწოლა. ანუ ყველაფერი, რაც სტანდარტულად ხდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ უფრო გაუმჯობესებული რაოდენობით. იყო წვრილმანი ინციდენტები, ზეწოლა ისეთივეა, როგორც 50 ადამიანს ხვდებიან და ხმის მისაცემად აცილებენ. აი ეს არის. ვისაც სოფელში თანამდებობა აქვს და არ აქვს მნიშვნელობა შტამპს აკრავს თუ სოფლის წარმომადგენელია, ყველა ამ საქმეშია. რაც შეეხება მოლოდინებს, თქვენს კითხვას არ ვუპასუხებ, პროგნოზირება არ არის კეთილშობილური საქმე. ამ კითხვაზე ხმების დათვლამდე ვერ გიპასუხებთ. დრო გვიჩვენებს, ვერ გეტყვით, რა შედეგები იქნება”.
საქართველოში დღეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები გაიმართა. არჩევნები მაღალი დაძაბულობისა და დარღვევებისა და გაყალბების შესახებ ინფორმაციის ფონზე მიმდინარეობს.