საქართველოს ცესკო-მ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების რაოდენობა გამოაქვეყნა, ასევე ინფორმაცია, თუ რომელ პარტიებს ჰყავთ საოლქო კომისიებში საკუთარი წარმომადგენლები.
მთელ საქართველოში 84 საარჩევნო ოლქია შექმნილი. ყველა საოლქო კომისიაში 12 ადამიანია, რომელთაგან 6- საუბნო კომისიის წევრია, 6- პარტიის წარმომადგენელია.
ახალქალაქის №40 საოლქო საარჩევნო კომისიაში 70 მონაწილეა ფორმირებული, რომელთაგან 7-ქალაქშია, ხოლო დანარჩენი- სოფლებში.
ახალქალაქის №40 საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 წევრია, 5 მათგანი- საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელია, 1- დროებითი მომუშავე და 6 ადამიანი- პარტიების წარმომადგენლები არინ. ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემდეგი პარტიებია წარდგენილი: 3 ადამიანი “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” პარტიის მხრიდან, 1 ადამიანი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პარტიიდან, 1 “ევროპული საქართველოს” პარტიიდან და 1 ადამიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიიდან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის ფორმულირებული იყო 70 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 7- ქალაქშია, ხოლო დანარჩენი- სოფლებში.
ნინოწმინდის №41 საოლქო საარჩევნო კომისიაში ფორმირებულია 37 უბანი, რომელთაგან 4 მდებარეობს ნინოწმინდაში, ხოლო დანარჩენი-სოფლებში.
ნინოწმინდის №41 საოლქო საარჩევნო კომისიაში ასევე 12 წევრია, რომელთაგან 5- საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელია, 1- დროებითი მომუშავე და 6 ადამიანი შემდეგი პარტიების წარმომადგენელია: 3 ადამიანი “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” პარტიის მხრიდან, 1 ადამიანი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პარტიიდან, 1 “ევროპული საქართველოს” პარტიიდან და 1 ადამიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიიდან.
მთელ საქართველოში 30 მაჟორიტარული ოლქია შექმნილი. ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქის ნომერი არის- 18, დარეგისტრირებულია 57 831 ამომრჩეველი. საქართველოს ყველა 30 ოლქში დარეგისტრირებულია 3 501 931 ამომრჩეველი.
საქართველოში ამავე წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შედგება, რომელიც შერეული სისტემით ჩატარდება. პარლამენტის 150 დეპუტატს შორის 120 წევრი პროპორციული სიებით იქნება შერჩეული, ხოლო 30- მაჟორიტარული.