ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებში შეიქმნა საუბნო კომისიები და საარჩევნო უბნების ყველა მისამართი უკვე ცნობილია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 62 საარჩევნო უბანი ჩამოყალიბდა, აქედან სამი ქალაქში, დანარჩენი სოფლებში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 35 უბანი ჩამოყალიბდა, აქედან სამი ნინოწმინდაშია, დანარჩენი სოფლებში.

ორ მუნიციპალიტეტში ყველა საუბნო კომისია უკვე დაკომპლექტებულია. საუბნო კომისიებში 17 კაცია, საიდანაც 8 საარჩევნო კომისიის, 9 პარტიების წარმომადგენელია.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საუბნო კომისიების წევრთა არჩევნები 7 სექტემბერს გაიმართა.

ორივე მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნები ძირითადად სკოლის შენობებშია განთავსებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 3030 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მოემსახურება 51 510 კომისიის წევრი, საიდანაც საოლქო საარჩევნო კომისიებს 9 090 ლიდერი და 15 150 წევრი უნდა შეერჩიათ. დანარჩენ 27 270 წევრს ცხრა დანიშნული პოლიტიკური პარტია დანიშნავს.

წელს საქართველოში არჩევნები ელექტრონული სისტემით პირველად ჩატარდება. თუმცა, პატარა საარჩევნო უბნებსა და ცენტრებიდან მოშორებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძველი სისტემით წარიმართება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით ჩატარდება შემდეგ საარჩევნო უბნებზე:

№1 ახალქალაქის უბანი – მდებარეობს ქალაქუს სამხატვრო სკოლაში
№2 ახალქალაქი – მდებარეობს №4 სკოლის შენობაში
№62 ახალქალაქი – მდებარეობს №1 სკოლის შენობაში
№10 სოფელი არაგვა
№11 სოფელი მაჯადია
№12 სოფელი ორჯა
№13 სოფელი კორხი
№31 სოფელი კარტიკამი
№32 სოფელი კულიკამი
№33 სოფელი აბული
№34 სოფელი ხულგუმო
№38 სოფელი კოთელია
№45 სოფელი კუმურდო
№21 სოფელი დილისკა
№22 სოფელი ვაჩიანი
№23 სოფელი ჩამდურა
№47 სოფელი ოკამი
№51 სოფელი სულდა
№52 სოფელი დადეში
№24 სოფელი მურჯახეთი
№59 სოფელი ხოსპიო
№25 სოფელი ზაკი
№60 სოფელი ბავრა
№26 სოფელი ბუღაშენი
№61 სოფელი ხორენია
№27 სოფელი ბალხო
№28 სოფელი გომანი
№29 სოფელი ოლავერდი

დანარჩენ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძველი სისტემით წარიმართება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით ჩატარდება შემდეგ უბნებზე:

№ 1 ნინოწმინდა – განლაგებულია №2 სკოლის შენობაში
№ 2 ნინოწმინდა- განლაგებულია №1 სკოლის შენობაში
№ 3 ნინოწმინდა -განლაგებულია №3 სკოლის შენობაში
№ 7 სოფელი დიდი გონდურა
№ 8 სოფელი პატარა გონდურა
№ 9 სოფელი დილიფი
№ 10 სოფელი ყულალისი
№ 11 სოფწლი მამზარა
№ 12 აოფელი გორელოვკა
№ 14 სოფელი ჟდანოვაკანი
№ 18 სოფელი დიდი ხანჩალი
№ 19 სოფელი პატარა ხანჩალი
№ 21 სოფელი ეშტია
№ 22 სოფელი თორია
№ 25 სიფელი სათხა
№ 26 სოფელი ოროჯალარი
№ 27 სოფელი დიდი არაქალი
№ 28 სოფელი პატარა არაქალი
№ 34 სოფელი ჯიგრაშენი

დანარჩენი საარჩევნო უბნები ხმის მიცემის ძველი სისტემით ისარგებლებენ.

ახალქალაქის №40 საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 36 664 ამომრჩეველი, ნინოწმინდის №41-ში 20 413 ამომრჩეველი.

მთელ საქართველოში 3 426 250 ამომრჩეველია რეგისტრირებული.