სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მან შეხვედრები გამართა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში.
მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. მოლაპარაკებებზე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა საქართველო – სომხეთის საზღვარზე, სადახლო – ბაგრატაშენის საბაჟოსთან ახალი ხიდის მშენებლობაზე.
“მეგობრობის ხიდის” პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს, თუმცა მისი რეალიზაცია მთელი რიგი ტექნიკური პრობლემების გამო ფერხდება.
ახალი ხიდი სადახლო-ბაგრატაშენის საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობას გაზრდის. ხიდის მშენებლობაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ხელშეკრულებას 2014 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა.
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი ასევე, შეხვდა საქართველოში გადაზიდვების სომხური კომპანიის მძღოლებს, რომლებიც უკვე ერთი კვირაა ზემო ლარსში ქარბუქისა და თოვლის გამო, საცობებში დგანან.
სურენ პაპიკიანმა, საქართველოში სომხეთის ელჩ რუბენ სადოანთან ერთად მოისმინე მძღოლების პრეტენზიები და ვითარებიდან გამოსავლის ვარიანტები განიხილეს. სომხეთის საელჩო მძღოლებს უზრუნველყოფს საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით.