5 ივნისს აღმაშენებლის ქუჩაზე მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ქვეითი დაშავდა. ახალქალაქის ამ მჭიდროდ დასახლებულ, აქტიურ მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების საკითხი კვლავ გამწვავდა. რა იწვევს უამრავ ავტოსაგზაო შემთხვევას, როცა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მოძრაობის უსაფრთხოების საკითხს უგულებელყოფს? რას გეგმავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში?
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოდან და აფთიაქ “ავერსამდე”, აღმაშენებლის ქუჩის დაახლოებით 1000-1500 მეტრზე, რომელიც ასევე მაგისტრალია, მრავალსართულიანი შენობებია განლაგებული. ორივე მხარეს უამრავი მაღაზია, ავტოსერვისი და საბანკეტო დარბაზია. მაგრამ ქუჩის მთელ სიგრძეზე არც ერთი ზებრა გადასასვლელი არ არის, გარდა რამდენიმე აბრისა. გზაზე, რომელზეც მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ, ქვეითები დადიან და ეს დისკომფორტს იწვევს. თუ ერთი მძღოლი ფეხით მოსიარულეს გზას უთმობს, მეორემ, რომელიც მას უკან მიჰყვება, შესაძლოა სავარიო ვითარება შექმნას.
ფეხით მოსიარულეს ბოლოს რამდენიმე დღის წინ დაზარალდა. გადარჩა, თუმცა მძიმე მოტეხილობები აღენიშნება.
შემთხვევები მეორდება: ქალი საავადმყოფოში მოტეხილობებითა და დაჟეჟილობებით რამდენიმე თვის განმავლობაში იწვა. ბოლო რამდენიმე წელია ამ გზაზე საკმაოდ ბევრი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა და დროა მონაკვეთის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ.
ისკუჰი აკოპიანი ერთ-ერთია იმ მსხვერპლთაგან, რომელიც ღამით გზის ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. მისი თქმით, შემთხვევაში საბედისწერო როლი გზის ცუდმა განათებამ ითამაშა, რადგან გზის მოპირდაპირე მხარეს ძაღლების ხროვაა, რომლებიც ვულკანიზაციის მახლობლად ბინადრობენ.
“ტროტუარიც კი არ არის. სად გავიაროთ? საღამოს თერთმეტი საათი იყო, ბნელოდა, განათება გამართული არ იყო. ვულკანიზაციამდე მივედი, თუმცა იქ მყოფი ძაღლები ადამიანებს თავს ესხმიან, ამიტომ მეორე მხარეს გადავედი. ორივე მხარე შევამოწმე, მანქანა არ ჩანდა. სიმართლე გითხრათ, არასწორად მოვიქეცი, რადგან ცენტრისკენ წავედი, სადაც გადასასვლელი არ იყო და მანქანაც დამეჯახა. იგი საავადმყოფოს მხრიდან მოდიოდა და იქ ცუდი ხილვადობაა“, – ამბობს ისკუი აკოპიანი.
ადამიანები, რომელიც ამ გზაზე მოძრაობენ, ამბობენ, რომ ქუჩა მოსახლეობისთვის შესაფერისი არ არის. ადგილობრივი მცხოვრებლებიც იქ გადადიან, სადაც მოესურვებათ, რადგან ახალქალაქში, ისევე, როგორც სხვაგან, ამისთვის ჯარიმა არ მოქმედებს.
„ამ ქუჩაზე ტროტუარი პრაქტიკულად არ არის, ყველგან მანქანაა გაჩერებული. მთელ გზაზე ბენზინგასამართი სადგურები, მაღაზიები, საქორწინო დარბაზები, ავტოსამრეცხაოებია, სადაც მანქანებს აჩერებენ. ორი მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და აქ ასე ხშირად ხდება. ზებრა გადასასვლელი უნდა გააკეთონ, რათა ხალხმა ის მაინც იცოდეს, სად გადავიდეს“, – განმარტავს ქუჩის მცხოვრები, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობდა.
მაგისტრალი საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში შედის და მშენებლობისას ბევრი საკითხი გამორჩათ მხედველობიდან: სანიაღვრე არხების არარსებობა, საცალფეხო გადასასვლელები და ა.შ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ადგილობრივ პროექტებს „ქრიზოლიტი“ და მერიაში ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ იცის, სახელმწიფო პროექტებს ვინ აკონტროლებს.
„რამდენი უბედური შემთხვევა ხდება ამ 15 000 მეტრის სიგრძის ქუჩაზე… თვე ისე არ გადის, რომ 1-2 ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირდეს ან ქვეითი არ დაზარალდეს. მგონია, რომ პრობლემას ზებრა გადასასვლელების და აბრების არარსებობა იწვევს. მძღოლებს სიფრთხილის გამოჩენაც გაუადვილდებათ. ტერიტორია მჭიდროდაა დასახლებული და მხოლოდ ერთი შუქნიშანია. ეს მაგისტრალია და შუქნიშნებიც საჭიროა. ცუდია, რომ ასეთი შემთხვევა ხდება, ადამიანებს მანქანები ეჯახებიან. პრობლემა ჩნდება, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობთ. არც ის ვიცით, როდის მოგვარდება იგი. ეს რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმე ყოფილიყო, ამაზე დიდი ხნის წინ ვიზრუნებდით. მერიასთან ერთად ნებისმიერ ადგილობრივ პრობლემას უფრო სწრაფად მოვაგვარებთ. მაგრამ სახელმწიფო პრობლემების გადასაჭრელად ჯერ ბიუროკრატიული პროცესი და წერილებია საჭირო“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
აღმაშენებლის ქუჩას 2019-2020 წლებში საფუძვლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თუმცა სამუშაოები სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული მარკირების და საგზაო ნიშნების მოწყობის გარეშე დასრულდა. სამუშაოს ჩაბარების შემდეგ, ავტომაგისტრალის მოვლა-პატრონობის ფარგლებში, მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად სამუშაოები არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია “ჯავახ ავთო გზამ” ჩაატარა, რომელიც ასევე სამომსახურეო კომპანიაა.
იმის გასარკვევად, თუ ამ გზაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა რატომ არ მოეწყო, Jnews-ი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პავლე გამყრელიძე კი ამ საკითხის შესწავლას დაგვპირდა.
“„ჯავახ ავტო გზას” დავუკავშირდი და მითხრეს, რომ ნიშნულებს, ზებრებს ძალიან სწრაფად გაკეთებენ. აუცილებელია დაახლოებით 5 სარკის დაყენებაც. შემდეგი კვირის დასაწყისში შეამოწმეთ და ვნახოთ, რეალურად თუ იზრუნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავაჯარიმებთ. მათი თქმით, პრობლემის გადაჭრაზე დაუყოვნებლივ იზრუნებენ“, – განმარტა პაატა გამყრელიძემ.
Jnews-ი მიმდინარე სამუშაოს თვალს ადევნებს.