ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 16 ოქტომბერს ბოლო ინციდენტი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებით დასრულდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა მოწმობს, რომ სამცხე-ჯავახეთში 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 276-ე მუხლით (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) 53 ავარია დაფიქსირდა, მათგან 6 ადამიანის სიკვდილით დასრულდა, 85 ადამიანი დაშავდა. ახალქალაქზე ცალკე სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა Jnews-ის ცნობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში აღმაშენებლის ქუჩაზე სულ მცირე 7 უბედური შემთხვევა მოხდა, მათგან 3 ფატალურად დასრულდა, ორ შემთხვევაში დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ახალქალაქის საავადმყოფოდან დაწყებული “ავერსის” აფთიაქამდე, აღმაშენებლის ქუჩაზე დაახლოებით 500 მეტრიან გზაზე, რომელიც მაგისტრალია და ორივე მხარეს მრავალსართულიანი შენობები, უამრავი მაღაზია, ავტოსერვისი და საბანკეტო დარბაზებია განლაგებული, არც ერთი საცალფეხო გადასასვლელი არ არის, ხალხი გზას იქ კვეთავს სადაც უნდა, ხოლო მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ. აღმაშენებლის ქუჩაზე მხოლოდ სამი “ქვეითთა გადასასვლელის” ნიშანი დგას – საცალფეხო შუქნიშანთან და გზაჯვარედინზე “ავერსის” აფთიაქთან.
№4 სკოლასთან შუქნიშანი და სხვა საგზაო რეგულატორები დამონტაჟდა, მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ და ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებამდე არაერთი ავარია დაფიქსირდა, რომელთაც მძიმე დაზიანებებით (2 დღეში, 2019 წლის 26 და 27 ნოემბერს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველი ფეხით მოსიარულეს, მეორე კი ორი მანქანის მონაწილეობით, თუმცა არავინ დაშავებულა) მოჰყვა. „მრბოლელთა“ გზაზე ზემოაღნიშნული შეზღუდვების დაწესებასთან ერთად ავარიების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და Jnews-ს ამ გზაჯვარედინზე სერიოზული ავარიები არ დაუფიქსირებია.
მძღოლების თქმით, აღნიშნული 500 მეტრიანი მონაკვეთი სახიფათოა, რადგან გზა ასფალტირებულია და მძღოლები დიდი სიჩქარით მოძრაობენ, ღამით კი ამ მონაკვეთზე ცუდი ხილვადობაა, განსაკუთრებით წვიმის ან თოვის დროს.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ შეიძლება იქ ავარიაში მოხვედრა. დღისით კარგი ხილვადობაა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობენ. ამ მონაკვეთზე საცალფეხო გადასასვლელი მხოლოდ სკოლასთანაა. ხილვადობა ფუჭდება მაშინ, როდესაც წვიმს ან ცუდი განათებაა. ფეხით მოსიარულეს არ ესმის, რომ სიფრთხილეა საჭირო. ისინი მიჩვეულები არიან, რომ მანქანამ მათ უნდა დაუთმოს“, – განმარტავს მძღოლი ლევონ ჰარუთუნიანი.
ახალქალაქის ტროტუარები მანქანებისთვისაა და არა ფეხით მოსიარულეთათვის (Photo)