ტროტუარი არის სავალი ნაწილის მიმდებარე გზის ელემენტი გამოყოფილი ნაწილი სტრუქტურებით ან გაზონის საშუალებით და განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთათვის, როგორც ეს განსაზღვრულია “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონში. ახალქალაქში, რეალურად, ტროტუარები ხშირად სხვადასხვა მანქანის პარკირებას ემსახურება. ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელები არ არსებობს, რადგან ისინი არ არის მონიშნული ნიშნულებით.
ახალქალაქის თავისუფლების მთავარი ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩად გადაიქცა. ქუჩებში ხშირად ნახავთ ავტომობილებს, რომლებიც ძალიან სწრაფად მოძრაობენ. გასულ წელს აქ ასფალტი ქვეითად მოსიარულეთათვის დააგეს, თუმცა საფრთხემ მოიმატა, რადგან ხშირად ფეხით მოსიარულეს გზაზე გასვლა უწევს, რადგან მანქანები ტროტუარებზე დგას. ზაფხულში ტროტუარს საზამთროსა და ნესვის გამყიდველები იკავებენ, კარები ფართოდ აქვთ გახსნილი. ამ ნაწილის გვერდის ავლის მიზნით, საკუთარი სიცოცხლის ფასად სავალი ნაწილის გასწვრივ უნდა გაიაროთ.
საბოლოოდ გამოდის, რომ ახალქალაქში ფეხით მოსიარულე არღვევს კანონს, რადგან ის გზის სავალ ნაწილზე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადადის.
“გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ფეხით მოსიარულეებმა მოძრაობისას არ უნდა გამოიყენონ სავალი ნაწილი. სავალ ნაწილზე მოძრაობისას მათ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, უმიზეზოდ ხელი არ შეუშალონ და გაართულონ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. თუ საცალფეხო მოძრაობისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილის პირას არის საცალფეხო ბილიკი, ტროტუარი, ქვეითმა უნდა მისით საჭირო ზომების დაცვით უნდა ისარგებლოს… ” – ნათქვამია საქართველოს საგზაო მოძრაობის კანონში.
თუმცა, ამ ტიპის პარკინგისთვის, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ 10 ლარის ოდენობის ჯარიმაა განსაზღვრული, რაც არავის აწუხებს, მათ შორის საპატრულო პოლიციას, რომელიც ამ ნაწილში ხშორად მოძრაობს. მანქანები, როგორც აქამდე იდგნენ მაღაზიებთან, ვულკანიზაციებთან, ბენზინგასამართ სადგურებთან და ისევე დგანან.
“საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსადგომის მიმდებარე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. ეს აკრძალვა ვრცელდება ავტოსადგომთან მიმდებარე ტროტუარის მონაკვეთზე, ასევე მთელ ტროტუარზე, თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის მითითებული ან/და შესაბამისი საგზაო ნიშნები არ არის. ”
გზის გარემონტების შემდეგ, მხოლოდ 2-3 ე.წ. სიჩქარის ბარიერია დამონტაჟებული, რომლებიც უკვე ნახევრად გატეხილია. ორ ადგილას ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელია, რომლებიც პრაქტიკულად გაიცვითა და No4 საჯარო სკოლის ბავშვების მშობლების საჩივრის შემდეგ დამონტაჟდა.
ერთ მხარეს, ფეხით მოსიარულეები გზაზე გადადიან, მანქანების მოძრაობაში ერევიან და ზოგჯერ საგანგებო სიტუაციას ქმნიან. მეორე მხრივ, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ სურთ გზაზე გადასვლა, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები არ არსებობს.
მსგავსი ვითარებაა ახალქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე.