ენერგოგამანაწილებელი კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” იტყობინება, რომ დღეს, 16 ივნისს, 13:00-დან 18:30 საათის შუალედში, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დენი გაითიშება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხანდო, ვარევანი, ალასტანი და სხვა მიმდებარე სოფლებში.
აბონენტების ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.