ახალქალაქის სერვის-ცენტრმა ახალი ნაგვის მანქანა და სამი ახალი, უფრო ფართო სანაგვე ურნა მიიღო.
ახალქალაქში ღამით, 308 000 ლარის ღირებულების ნაგვის მანქანა და სამი ახალი დიდი ნაგვის ურნა ჩამოვიდა.
მერია კიდევ 6 ნაგვის ურნის შეძენას გეგმავს და საერთო ჯამში დიდი ზომის ნაგვის ურნების საერთო რაოდენობა 9-მდე გაიზრდება.
ახალი ნაგვის ურნების მოცულობა 6-7 კუბური მეტრია. კონტეინერები დამონტაჟდება სოფლებში: დილისკა, ხანდო, აზავრეთი, დიდი და პატარა სამსარი, ოლავერდი და აბული. მომავლისთვის კონტეინეტებს კიდევ ორ სოფელში დადგამენ.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის სერვის ცენტრმა 200 ახალი ნაგვის ურნა მიიღო, რომლებიც 14 სოფელშია განთავსდა.