დღეს დილიდან, ახალქალაქის საბავშვო ბაღები ერთის გამოკლებით გაიხსნა, თუმცა ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ გააგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას სკოლამდელი დაწესებულებები.
დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ღია კარის დღე გამოაცხადა იმისათვის, რომ დაწესებულებების ახალი აღმზრდელები საკუთარ ბაღებს გაეცნონ.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, დღეს გაირკვევა, გააგრძელებენ თუ არა ბაღები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას.
“ცნობილია, რომ ხელისუფლება ქმნის საბჭოს საბავშვო ბაღების სამომავლო მუშაობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. და რადგან ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, ღია კარის დღე მოვაწყეთ, რათა აღმზრდელები და პედაგოგები საბავშვო ბაღებს გაეცნონ. სოფელ ხულგუმოს ბავშვები არ დაგვიპატიჟებია, რადგან იქ კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული, იგივე მიზეზით არ გავხსენით საბავშო ბაღი სოფელ ვაჩიანში”,- თქვა ანაიდა ასატურიანმა.
საბავშვო ბაღებმა აღმზრდელთა ორი ჯგუფი სხვაფდახვა დროს დაპატიჟეს, რათა ბევრი ბავშვი და მშობელი ერთდროულად არ შეიკრიბოს. დღეს საბავშვო ბაღებში მოკლე დღეა, კვების გარეშე.
ანაიდა ასატურიანის თქმით, ახალქალაქის საბავშვო ბაღები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობისათვის არინ მზად.
“თუკი ზუსტად გვეცოდინება, რომ შეგვიძლია მუშაობა, საბავშვო ბაღებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ 9 საათიდან 18:00 საათამდე, კვებით იმუშავონ. საკვების შეკვეთა უკვე გავაკეთეთ”,- თქვა მან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 12 საბავშვო ბაღი, რომელთაგან 3 ალტერნატიულია და კვების გარეშეა, დანარჩენი კვებასთან ერთად. წელს, მუნიციპლაიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში, საერთო ჯამში, 1100-ზე მეტი ბავშვი ივლის.