ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოში, ალვარდ ნაზარეთიანის თივას ცეცხლი მოეკიდა. ხანძარი ბავშვების დაუდევრობის გამო მოხდა.
ამ დროისთვის ხანძარი არ არის ჩამქრალი. კოჩიოს მკვიდრის თქმით, სახანძრო ჯგუფი გზაშია. ხანძარი ალვარდ ნაზარეთიანის თივას გაუჩნდა. იწვის 200 თივის საწნეხი, ინციდენტი ბავშვების დაუდევრობის გამო მოხდა. ისინი თივასთან ასანთით თამაშობდნენ. როგორც მოსახლეობა ამბობს, მეზობლებმა დროულად მიუსწრეს და ცეცხლი საცხოვრებელ სახლს არ წაეკიდა.