18.05.2020
ნახვები: 613 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
სოფლები – ალათუმანი და ბეჟანო დაგროვილი ნაგვისგან გათავისუფლდნენ.
ახალქალაქის სერვისცენტრმა ალათუმანიდან და ბეჟანოდან 280 კუბური მეტრი ნაგავი გაიტანა. ხელოვნური ნაგავსაყრელები სოფლის მოსახლეობის სურვილით დასუფთავდა.
ხელოვნური ნაგავსაყრელების დასუფთავება, ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის არმენ ბიჩახჩიანის თქმით, უკვე დასრულებულია და აქტების შედგენის პროცესი მიმდინარეობს.სოფელი ალათუმანიდან 40 კუბური მეტრი ნაგავი (ერთი მანქანა) გაიტანეს, ხოლო სოფელი ბეჟანოდან 240 კუბური მეტრი (ექვსი მანქანა).
თითქმის ყველა სოფელში მოსახლეობამ ხელოვნური ნაგავსაყრელები შემქნა. ისინი ძირითადად გზებთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან, მდებარეობენ. ახალქალაქის სერვისცენტრს ხელოვნური ნაგავსაყრელების პერიოდულად დასუფთავების სახსრები და შესაძლებლობა არ გააჩნია. თუმცა, ყოველ წელს მათ რამდენიმე სოფლიდან გააქვთ ნაგავი.
არმენ ბიჩახჩიანის თქმით, სოფლების გზაზე მდებარე ნაგავსაყრელების დასუფთავების თხოვნით განცხადება სოფელი ბეჟანოდან და ალათუმანიდან მიიღეს.