დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის შემთხვევები 406-ით გაიზარდა და 53833 შეადგინა.
ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, 6 ოქტომბრის 11:00 საათისთვის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 222-ით გაიზარდა და ამჟამად 44 932 შეადგენს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში სომხეთში, კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19– ით. ამრიგად, ეპიდემიის დასაწყისიდან COVID-19– ით გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 990-მდე გაიზარდა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დროს, COVID-19-ით ინფიცირებული 302 პაციენტი გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო.
ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსზე მკურნალობა 6 859 პაციენტს ჩაუტარდა, ხოლო სომხეთში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის საერთო რაოდენობა 309 945 -ია (დღეში 1,926 ადამიანი).