სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 177 104 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 243 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 165 718-ია. სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფექციური და არაინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა რომელა აბოვიანმა გუშინ განაცხადა, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საავადმყოფოები გადაიტვირთა.
„თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება იგივე სიტუაცია მივიღოთ, რაც ოქტომბერში გვქონდა”, – აღნიშნა რომელა აბოვიანმა.