სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 5 ივნისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. გეღარკუნიკის რაიონის სოფელ კუტის მწყემსის საქონლის ნაწილი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურისკენ დაიძრა. როდესაც მწყემსი ცდილობდა აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებთან მიახლოებას ცხოველების დასაბრუნებლად, მის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მაშინვე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ამის საპასუხოდ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კვლავ გახსნეს ცეცხლი. სომხური მხარის საპასუხო მოქმედებების შემდეგ ცეცხლი შეჩერდა და პირუტყვის უმეტესი ნაწილი დააბრუნეს. სროლების შედეგად არავინ დაზარალებულა.