დღეს, 5 ოქტომბერს, სომხეთის ეროვნული შეკრების თავმჯდომარის მოადგილემ, სომხურ-ქართული მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელმა ლენა ნაზარიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც აღნიშნა, რომ სომეხი ჯარისკაცი საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავს.
“რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, დღეს, სომეხი ჯარისკაცი თურქეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებებისგან საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავს. დღეს, მე ეს სომხეთში საქართველოს ელჩს, გიორგი საგანელიძეს ვუთხარი. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ზუსტად ამის დროა”, – წერს ნაზარიანი.