სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო 24 საათში ხუთი პაციენტი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 222 409 შემთხვევა, აქედან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 4 416 ადამიანისთვის.

საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 4 700-მდე პაციენტი.