სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის შემთხვევები 1465 გაიზარდა.
ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად, 16 ოქტომბრის მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ქვეყანაში 61 460 შეადგინა, აქტიური ქეისების რაოდენობა 13 919 გახდა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულია 422 პაციენტი, საერთო ჯამში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 47 541 შეადგინა.
სომხეთში, COVID-19– გან კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამრიგად, COVID-19– ით გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 1056-მდე გაიზარდა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიის დროს COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტები, რომლებიც “სხვა მიზეზების გამო” (სამი ბოლო 24 საათში) გარდაიცვალნენ 314 შეადგენს.
ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 340,116 (დღე-ღამეში 4005).