საქართველოში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 800 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 281 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 180, „პისიარ“ ტესტით – 19 101.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,16%, ბოლო 14 დღის – 12,39%, ბოლო შვიდი დღის – 9,41%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 638 790 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 591 180 გამოჯანმრთელდა, 16 595 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 836 778 აცრა, დღიურად აცრილია 1 554.
ამასთან, 15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 551 პაციენტი, გარდაიცვალა 16.