ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის მცხოვრებს, 44 წლის მამაკაცს, რომელიც 2 ივნისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, სოფელ ყაურმის მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ჯავახეთში პირველი შემთხვევაა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, მას კორონავირუსის მსუბუქი, ან უსიმპტომო ფორმა აქვს. ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ფორმის სიმპტომები შეიძლება იყოს გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება. მსუბუქი ფორმის უსიმპტომობა ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზია.
სოფელი ყაურმის მცხოვრები საკუთარ სახლში 31 მაისს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა და 14 დღის განმავლობაში საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. ის კორონავირუსზე შეამოწმეს, მაგრამ სახლში გაუშვეს. გუშინ, 2 ივნისს, შუადღის შემდეგ სოფელ ყაურმის 44 წლის მცხოვრები კორონავირუსზე ეჭვით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პაციენტმა ადგილობრივ საავადმყოფოს, ან ექიმებს საკუთარი სურვილით არ მიმართა. მას ეძებდნენ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა იპოვეს.
თუ, როგორ გამოუშვეს კარანტინიდან ვირუსით ინფიცირებული ადამიანი და ჯავახეთში, უსაფრთხოების რა ზომები იქნება მიღებული, შემდგომ მასალებში შეგატყობინებთ.
Stopcov.ge გვერდის მონაცემებით, დღესდღეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 801 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. მათი საერთო რაოდენობა 644 შეადგენს.
ამასთანავე, საქართველოს სამი მოქალაქე სამკურნალოდ საზღვარგარეთ ჩამოიყვანეს.
ქვეყანაში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2 424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ- 304.