ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც თვითმხილველი აღნიშნავს, მან სროლის ხმა გაიგონა. მისივე თქმით, შეიარაღებულ პირს ნიღაბი ჰქონდა ჩამოწეული.„საქართველოს ბანკში“ მივდიოდი თანხის ჩასარიცხად. ეს ადამიანი ჩემ წინ მიდიოდა. როგორც კი შევიდა მალევე იყო გასროლა. გარედან დაიძახეს ნიღბიანია შესული და ავტომატურად ვინც შევძელით გამოვიქეცით. რომ გამოვედი, ნიღაბი უკვე ჩამოწეული ჰქონდა და აკვირდებოდა გარეთ თუ იყო ვინმე“, – განაცხადა თვითმხილველმა „მთავართან“.
პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.