აღმაშენებლის ქუჩაზე, საკაბელო ქარხნის მიმდებარე მაღალსართულიან კორპუსებთან, წყალსადენის სისტემაში ავარია მოხდა, რის გამოც ამ რაიონში წყალმომარაგება შეწყდა.
ერთიანი წყალმომარაგების ახალქალაქის მენეჯერის, არტაკ თარლამაზიანის თქმით, წყალმომარაგების სისტემაში ავარია მოხდა. წყალმომარაგება დაახლოებით 23:00 საათზე აღდგება.