არსენ კარაპეტიანმა ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-8 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და კონკურსის ლაურეატი გახდა, სპეციალური პრიზი კი “არტისტული და ვირტუოზული შესრულებისთვის” ცნობილი იტალიელი პიანისტისა და პროფესორის ლორენცო დი ბელასგან მიიღო.

კონკურსი 21-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით ბორჯომში გაიმართა. საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად იმართება. ბავშვებს მონაწილეობის მიღება საქართველოს ყოველი რეგიონიდან ან უცხო ქვეყნებიდან შეუძლიათ.

2020 წელს ამ კონკურსში მონაწილეობა ახალქალაქის მუსიკალური სკოლის მოსწავლემ არსენ კარაპეტიანმაც მიიღო და პირველი კატეგორიის ლაურეატი გახდა, ხოლო ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა სპეციალური პრიზიც გადასცა.

არსენ კარაპეტიანმა 10-12 წლის ბავშვებს შორის ფულადი ჯილდო და მე-2 კატეგორიის სერტიფიკატი მიიღო.

არსენ კარაპეტიანმა რახმანინოვის კონკურსზე მისთვის საყვარელი შოპენის ნამუშევარი შეასრულა.

მისი მასწავლებელი ახალქალაქის მუსიკალური სკოლის დირექტორი სვეტლანა კაროიანია.

“პატარა ვირტუოზი” დიდებაზე ოცნებობს…
aesen