საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5866 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობაა 2324.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.
კარანტინში 5,650, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836 ადამიანი იმყოფება.
კოვიდ – სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება. გარდა ამისა, საქართველოს 41 მოქალაქე სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოიყვანეს.