სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 423 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ცხრით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
5 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 837-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 245 025 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 229 113 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 911 ადამიანი გარდაიცვალა.