დღეს, 9 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4594 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 150 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 – ახალციხეში
2 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
4 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 292 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 23
ახალქალაქი – 10
ბორჯომი – 53
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 11
ადიგენი – 195
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 55 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 416 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 4 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 85 ნიმუშის პასუხს ელოდებიან