საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირების საერთო რაოდენობამ 17 477 ადამიანი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge.
კორონავირუსისგან 233 პაციენტი განიკურნა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8 060.
კარანტინის რეჟიმში 6 300 ადამიანი იმყოფება, ხოლო 1 388 – საავადმყოფოში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. ამავე დროს, კოვიდსასტუმროებში დარჩენილთა რაოდენობა 1 393 ადამიანია.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ამ ინფექციის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 136-მდე გაიზარდა.