სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 282 შემთხვევა გამოვლინდა, 636 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 13 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხა დაავადებები სახელდება.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 178 ტესტი ჩატარდა.
15 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 220 729 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 208 100 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 314 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 058 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.