Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 576 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 245 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 331 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 62 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 375-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.05%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 104 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 108-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარა – 2, იმერეთი – 13, ქვემო ქართლი – 2, შიდა ქართლი – 1, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 441 საიდანაც, 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 192, აჭარაში – 11, იმერეთში – 76. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 74 პირი, მათ შორის, თბილისში – 49, აჭარაში – 5, იმერეთში – 9. 1 108 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.