სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში 4 965 ტესტი ჩატარდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 168 289 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 348 ადამიანი.