საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, – stopcov.ge.
ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 12 841 შემთხვევა. კიდევ 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 6867 პაციენტი.
ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაა 102 ადამიანი.
საკარანტინო რეჟიმში 5 590 მოქალაქეა, 836 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება საავადმყოფოებში. კოვდსასტუმროებში ხალხის რაოდენობა 1393 -ს შეადგენს.
გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.