საქართველოში კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 054 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 443, „პისიარ“-ტესტით – 19 611.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5.45%, ბოლო 14 დღის – 7.11%, ბოლო შვიდი დღის – 6.67%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 906 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 854 630 გამოჯანმრთელდა, 13 024 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 372 433 აცრა, დღიურად აცრილია 9 398.
კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 737 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 106 პირი.
გუშინ, 17 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 470 პაციენტი, 53 კი გარდაიცვალა.