ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ახალქალაქში.
ახალქალაქში ჩატარდა 51 ანტისხეულების ტესტი და 16 PCR-ტესტი, საიდანაც დაავადების 1 შემთხვევა დადასტურდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღეს თვითიზოლაციაშია 305 ადამიანი. ინფორმაციას ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 427 და გარდაიცვალა 58 ადამიანი.