არცახის თავდაცვის არმიის ინფორმაციის თანახმად, შეტაკებების დროს აზერბაიჯანულმა არმიამ 4 ვერტმფრენი, 27 უპილოტო მფრინავი აპარატი (ასევე დამრტყმელი), 35 ტანკი და ქვეითი საბრძოლო მანქანა დაკარგა.
ამჟამად ბრძოლა გრძელდება. ძირითადი საომარი მოქმედებები ხორციელდება არცახის რესპუბლიკის ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული შეტყობინება, თითქოს აზერბაიჯანულმა ჯარმა თავისი ზედამხედველობის ქვეშ მოაქცია ვარდენის-მარტაკერტის საავტომობილო გზატკეცილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
ანნა ტანდარიანი