17 ივნისს 11:00 საათისათვის, სომხეთში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 9 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდაიცვალა 12 პაციენტი. მათგან სამის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ სახელდება.
17 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 18 033 შემთხვევა, აქედან 6 814 პირი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, კორონავირუსისგან გარდაიცვალა 302 ინფიცირებული. დღე-ღამის განმავლობაში 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა.