სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში, საერთო ჯამში, „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 225 987 შემთხვევაა დადასტურებული, 217 381 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 4 536 ადამიანი კი დაიღუპა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ სამი ინფიცირებული ადამიანი სხვა დაავადების მიზეზით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 1 104-ს აღწევს.